ნეტგაზეთი - სამხრეთ კავკასიის ამბები გამოქვეყნებული: 20 აპრილი 2021 (მიმდინარე პროექტი)2020 წლიდან პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური სტატიები და ინტერვიუები ითარგმნება რუსულ ენაზე.
აფრა - დოკუმენტური ფილმი [2021] გამოქვეყნებული: 20 აპრილი 2021 (მიმდინარე პროექტი) ფილმი ავტორის პირადი ბიოგრაფიის ელემენტებს მოიცავს და მისი გაყოფილი ოჯახის შესახებ ყვება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი -კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა გამოქვეყნებული: 12 აპრილი 2021 (მიმდინარე პროექტი) 2021 წლის თებერვლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს სოციალური სამართლიალობის ცენტრს პროექტის - კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ფარგლებში.
მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის (2020) გამოქვეყნებული: 25 მაისი 2020 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ფონდ ინდიგოსთან 2020 წლის მაისიდან თანამშრომლობს პროექტის - მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრები კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე გამოქვეყნებული: 15 მარტი 2019 (დასრულებული პროექტი) 2019 წლის მარტიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების ჩატარებას კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.
სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები - 2019 გამოქვეყნებული: 15 მარტი 2019 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აგრძელებს თანამშრომლობას ნეტგაზეთთან პროექტის ფაგრლებში "სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები".
სამხრეთ კავკასიის ამბები (2018-2019) გამოქვეყნებული: 17 იანვარი 2018 პროექტი „სამხრეთ კავკასიის ამბები“ მიზნად ისახავს ქართულენოვანი აუდიტორიისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ამბების, ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ფოტორეპორტაჟების გამოქვეყნების გზით.
სამხრეთ კავკასიის ამბები (2014-2016) გამოქვეყნებული: 3 აპრილი 2014 (დასრულებული პროექტი) პროექტი სამხრეთ კავკასიის ამბები წარმოადგენს netgazeti.ge-სთან თანამშრომლობას და მისი მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულენოვანი აუდიტორიის ინფორმირება netgazeti.ge-ს და გაზეთ “ბათუმლების” მეშვეობით.
CAUCADOC (2013) გამოქვეყნებული: 20 იანვარი 2014 (დასრულებული პროექტი) პროექტი CAUCADOC ჩეხურ ორგანიზაცია „People in Need“-თან თანამშრომლობას წარმოადგენს. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინასებული ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც დოკუმენტური ფილმის წარმოებას უწყობდა ხელს და მთელ კავკასიას მოიცავდა 2012-14 წლებში. ჰბფ-სთან თანამშრომლობა 2013 წელს შედგა, როდესაც ფესტივალის ნაწილი ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.
ფოთი და წყალტუბო: დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გამოქვეყნებული: 16 იანვარი 2014 2012 წლის 3 და 4 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ შეხვედრები გამართა ფოთსა და წყალტუბოში. მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დევნილების მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დევნილებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა.