გენდერული დემოკრატია - პუბლიკაციები

The cover of the publication is a collage work based on archival photos of women in medicine

ქალები მედიცინაში

Published: 29 მარტი 2022

"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

პუბლიკაციის ყდა, გამოსახულია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალი, გვიან საბჭოთა პერიოდიდან

ქალები და ისტორია

Published: 29 დეკემბერი 2021

პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისისა და კიევის ოფისების ერთობლივი პროექტის ქალები და ისტორია ფარგლებში.

გენდერის წახნაგები

Published: 29 ნოემბერი 2021

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.

გადმოტვირთვა

Please select a file format.

in English ქართულად
Queer Feelings

ქვიარ გრძნობები

Published: 21 იანვარი 2021

პუბლიკაციაში "ქვიარ გრძნობები" თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები.

Nancy Fraser

ფემინიზმის თავგადასავალი

Published: 15 ოქტომბერი 2020

ეს პუბლიკაცია ნენსი ფრეიზერის ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს.

ფემინისტი დედის დღიურები

Published: 15 ოქტომბერი 2019

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს.

ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში

Published: 12 მარტი 2019

დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. 

ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

Published: 28 თებერვალი 2019

კრებულში შესულია ედრიენ რიჩის, ჩანდრა ტალპად მოჰანტის, ნადინ ტაუბის, ელიზაბეთ შნაიდერის, სიუზენ მოლერ ოკინის, უმა ნარაიანისა და სინთია ენლოუს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანები.

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

Published: 2 თებერვალი 2018

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. მეორე კრებულისთვის შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შეირჩა. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო.