სამუშაო შეხვედრები კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე გამოქვეყნებული: 15 მარტი 2019 (დასრულებული პროექტი) 2019 წლის მარტიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების ჩატარებას კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.
სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები - 2019 გამოქვეყნებული: 15 მარტი 2019 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აგრძელებს თანამშრომლობას ნეტგაზეთთან პროექტის ფაგრლებში "სამხრეთ კავკასიის ამბები და ისტორიები".
ფემინისტი დედის დღიურები (2017) გამოქვეყნებული: 28 მარტი 2017 (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016) გამოქვეყნებული: 19 იანვარი 2016 (დასრულებული პროექტი) 2016 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობა საქართველოში.
„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015) გამოქვეყნებული: 30 სექტემბერი 2015 ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) გამოქვეყნებული: 15 სექტემბერი 2015 (დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.
საერთაშორისო გენდერული ვორქშოფები (2012-2015) გამოქვეყნებული: 1 მაისი 2015 (მიმდინარე პროექტი) საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015) გამოქვეყნებული: 2 თებერვალი 2015 (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".
ფემინსტრიმი (2015) გამოქვეყნებული: 3 თებერვალი 2015 (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. რადიოგადაცემების მოსმენა>>
ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად (2015) გამოქვეყნებული: 14 იანვარი 2015 (დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ასოციაცია მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა პროექტი "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად".