რონალდ სუნის წიგნის „ქართული ერის შექმნის“ თარგმანი (2021-2022)

Ziari Press Logo

აკადემიური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის ნაკლებობაა. მართალია სტუდენტები უკვე მზარდად კითხულობენ ინგლისურ ენაზე, თუმცა მნიშვნელოვანი აკადემიური ტექსტების ქართულად თარგმნა ცოდნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ქართულ დებატებში კრიტიკულ პერსპექტივებს შემოიტანს.

ჩვენი მხარდაჭერით, გამომცელობა „ზიარი“ მუშაობს რონალდ გრიგორი სუნის წიგნის „ქართული ერის შექმნის“ ქართულ თარგმანზე. წიგნი ხელს შეუწყობს კრიტიკულ დისკუსიას საქართველოს ისტორიაზე, მეხსიერების პოლიტიკასა და ერის მშენებლობაზე. წიგნში, რომელიც პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა, განხილულია ქართველი ერის წარმოშობა და ქართული ეროვნული ცნობიერების ფესვები. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, სუნის ნამუშევარი აუცილებელ საკითხავ და სასწავლო წიგნად ითვლება, ის აქამდე არასოდეს ყოფილა თარგმნილი ქართულ ენაზე. ვინაიდან წიგნი ეწინააღმდეგებოდა გაბატონებულ ნაციონალისტურ ისტორიულ ნარატივებს, იგი თავდაპირველად უარყვეს ქართველმა აკადემიკოსებმა და ინტელექტუალებმა. დღესდღეობით, ახალი თაობის მკვლევართა შორის, მეტი მზადყოფნაა განიხილოს ალტერნატიული თვალსაზრისები. ქართულენოვან დებატებში მაღალი ხარისხის სამეცნიერო პუბლიკაციის შემოტანით, წიგნის თარგმანი განაახლებს დისკუსიებს ქართული სახელმწიფოსა და ერის მშენებლობაზე.