ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა?

2015 წლის 21 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას

„ევროპული ისტორიის და პოლიტიკის განაპირას: რატომ უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა?“

ძირითად მომხსენებლები იყვნენ:
- სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ქართული სამსახურის ჟურნალისტი
- ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი
- გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - სოვლაბის დირექტორი

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

„დიდი“ ისტორიების შემოქმედ იმპერიებსა და ცივილიზაციებს შორის ქიშპობა-ურთიერთობებში პატარა ქვეყნების ხმა არ ისმის, ან ძალიან იშვიათად ამ დიდი ძალების სისასტიკის, თუ პირიქით, გულმოწყალების ნიმუშებად ჟღერს. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა. მას შემდეგ რაც მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დავიმკვიდრეთ, დიდი სურვილი გვაქვს მსოფლიო ისტორიის თხრობაში ჩვენი წვლილი დავინახოთ და არსებულ ნარატივებში საკუთარი ადგილიც ვიპოვოთ, რაც ცხადია შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული ამოცანაა. საუკუნეების განმავლობაში დასავლური სივრცისგან შორს მყოფ საქართველოს ცხადია უჭირს საკუთარი ადგილი იპოვოს რეგიონულ და გლობალურ ისტორიაში. ჩვენ გვადარდებს თუ როგორ გვხედავენ თავიანთ ისტორიულ და კულტურულ ნარატივებში ჩვენი გადასახედიდან არსებული გლობალური ისტორიის "შემოქმედნი" (დასავლეთი, რუსეთი)? თუ რა ადგილს გვანიჭებენ და რატომ? ამავდროულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვხედავთ ამ კულტურულ-მენტალურ ორიენტირებში საკუთარ თავს? სად გვსურს ვიყვეთ და რა ადგილს ვიჭერდეთ? რა გავლენა აქვს ამას ქვეყნის განვითარებაზე და საზოგადოებრივი სივრცის დემოკრატიზაციაზე?

დისკუსიის ვიდეოჩანაწერი >>

On the Margins of the European History and Politics: Why Should Georgia’s Voice Be Heard? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube