რატომ პოლიტიკა: მოწოდება, პროფესია თუ დასაქმება?

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები
Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები ხათუნა სამნიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და მოდერატორი გოგი გვახარია

2014 წლის საჯარო დისკუსიების ციკლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 29 იანვარს ისეთი თემით გაიხსნა, რომელზეც საგანგებოდ მანამდე არასოდეს უმსჯელიათ, თუმცა კი ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად ეს თემა ყველა სხვა გამართულ დისკუსიას უკავშირდება.

„რატომ პოლიტიკა: მოწოდება, პროფესია თუ დასაქმება“ – რატომ მიდიან ადამიანები პოლიტიკაში? რა ამოძრავებს მათ - ამბიცია, კარიერისკენ სწრაფვა, ძალაუფლების წყურვილი, დასაქმების სურვილი თუ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლის მოლოდინი?

თუმცა სადისკუსიო თემა კიდევ უფრო გაფართოვდა და ისეთი საკითხებიც მოიცვა, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა არჩევნები, მედიის საქმიანობა, და ზოგადად, პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში - რას ნიშნავს პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება.

როგორია საზოგადოების მოლოდინი, როგორ და რატომ იქმნება პოლიტიკური პარტიები, რისი შეცვლა შეუძლიათ მოქალაქეებს და რას ნიშნავს მოქალაქის ჩართვა პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ნიშნავს თუ არა გარემომცველი სივრცის საყოველთაო „პოლიტიზება“ პოლიტიკურ კულტურას და პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას?

ერთვებიან თუ არა ან როგორ ერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორ ცვლის ქალების ინტეგრაცია პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკის წახნაგებს და მიმართულებებს, რომელია თემები, რომლებიც დომინირებს ქართულ პოლიტიკაში, რატომ შორდებიან პოლიტიკური პარტიები ხალხს, რატომ ჩნდება უნდობლობა პოლიტიკური ძალის მიმართ, რატომ უჩნდებათ ადამიანებს მოჯადოებულ წრეზე სიარულის შეგრძნება - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დისკუსიის მომხსენებლებმა - ლელა გაფრინდაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს.  

29.01.2014 Why Politics: Vocation, Profession or Employment? Part 1 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

 

29.01.2014 Why Politics: Vocation, Profession or Employment? Part 2 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

 

29.01.2014 Why Politics: Vocation, Profession or Employment? Part 3 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

 

29.01.2014 Why Politics: Vocation, Profession or Employment? Part 4 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube

 

29.01.2014 Why Politics: Vocation, Profession or Employment? Part 5 - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube