პროექტები - კონფლიქტების ტრანსფორმაცია

ფოთი და წყალტუბო: დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

გამოქვეყნებული: 16 იანვარი 2014
2012 წლის 3 და 4 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ შეხვედრები გამართა ფოთსა და წყალტუბოში. მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დევნილების მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დევნილებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა.