წიგნები და პუბლიკაციები

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

გამოქვეყნებული: 28 აპრილი 2022

კვლევა WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა. მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.

The cover of the publication is a collage work based on archival photos of women in medicine

ქალები მედიცინაში

გამოქვეყნებული: 29 მარტი 2022

"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

პუბლიკაციის ყდა, სათაურით: საქართველო-რუსეთის უერთიერთობები

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

გამოქვეყნებული: 20 იანვარი 2022

ეს პუბლიკაცია გამოადგებათ სტუდენტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირზე, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. სტატიების კრებულის მიზანია, საღად გააანალიზოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ის არაიდეოლოგიური შეხედულებები, რომლებიც ამ ქვეყნებში ერთმანეთთან დაკავშირებით არსებობს.

ყდა: არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

გამოქვეყნებული: 13 იანვარი 2022

კვლევა - არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მომზადდა. 

პუბლიკაციის ყდა, გამოსახულია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალი, გვიან საბჭოთა პერიოდიდან

ქალები და ისტორია

გამოქვეყნებული: 29 დეკემბერი 2021

პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისისა და კიევის ოფისების ერთობლივი პროექტის ქალები და ისტორია ფარგლებში.

პუბლიკაციის ყდა

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი: პოლარიზაციის აქტორები და ინსტრუმენტები

გამოქვეყნებული: 7 დეკემბერი 2021

კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტის 123 ნომერი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზეა. ნომრის მოწვეული რედაქტორია შტეფან მაისტერი, ხოლო დაიჯესტში შესული სტატიები დაწერეს სალომე გელაშვილმა, ლაშა ქავთარაძემ და სალომე კანდელაკმა. 

გენდერის წახნაგები

გამოქვეყნებული: 29 ნოემბერი 2021

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.

გადმოტვირთვა

Please select a file format.

in English ქართულად
საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფოტო

პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემა

გამოქვეყნებული: 6 ოქტომბერი 2021

სტატიაში წარმოდგენილია 1917-1921 წლებში საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ისტორია, მათი საქმიანობა რუსეთის საიმპერიო რეჟიმის პირობებში, მათი მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე პერიოდში.

მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

გამოქვეყნებული: 1 თებერვალი 2021

კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.

Queer Feelings

ქვიარ გრძნობები

გამოქვეყნებული: 21 იანვარი 2021

პუბლიკაციაში "ქვიარ გრძნობები" თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები.