ყველაზე მაგარი გოგოები (2021) გამოქვეყნებული: 4 ნოემბერი 2021 სინთეზური პერფორმანსი დრამის, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის, ოპერის და მოძრაობის ელემენტებს აერთიანებს, ტოვებს ტრადიციულ სცენას და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.
ქალები არაფორმალურ ეკონომიკაში [აპრილი-ოქტომბერი, 2021] გამოქვეყნებული: 29 ოქტომბერი 2021 ქალთა მზერას“ მიერ შემოთავაზებული პროექტი, ცდილობს ხმა დაუბრუნოს არაფორმალურ ეკონომიკაში, ძირითადად კი, ზრუნვის შრომაში ჩართულ ქალებს.
ზრუნვის შრომის ეკონომიკური და პრაქტიკული გამოწვევები ქალების ყოველდღიურობაში [მარტი-დეკემბერი 2021] გამოქვეყნებული: 29 ოქტომბერი 2021 ორგანიზაცია „კომუნიკოს საზოგადოების“ მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, იგეგმება, ინტერვიუების, დისკუსიებისა და მულტიმედიური მასალების მომზადება, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების, ყოველდღიური გამოწვევების, მათი გამოცდილებებისა და საჭიროებების შესახებ.
დოკუმენტური ფილმი ჩემპიონები [2020] გამოქვეყნებული: 24 ნოემბერი 2020 ფილმი მოგვითხრობს მარგინალიზებული, თუმცა ძლიერად შეკავშირებული ქვიარ ერთობის, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდის შესახებ.
საქართველოს რეგიონებში ფემინისტური რესურსების აღმოჩენა და გაძლიერება [2020] გამოქვეყნებული: 23 ნოემბერი 2020 პროექტი მიზნად ისახავს, რეგიონალური ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბებას და/ან განვითარებას ადგილობრივად, შერჩეულ რეგიონებში, იმისათვის, რომ წამოიწყოს ფემინისტური დისკუსიები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფემინისტური შეხედულებების გაზიარებას, როგორც რეგიონების შიგნით, ასევე საჯარო განხილვებისას.
იკითხე პოლიტიკა [აგვისტო,2020 - დეკემბერი 2020] გამოქვეყნებული: 16 ნოემბერი 2020 (დასრულებული პროექტი) იკითხე პოლიტიკა ორი ქალის ინიციატივაა. პროექტი თავის მთავარ მიზნად მკითხველში/ამომრჩეველში კრიტიკული პოლიტიკური აზროვნების ხელშეწყობას და პოლიტიკის, კრიტიკულად კითხვის წახალისებას ასახელებს.
ფემინისტური პოდკასტების სერია „ფემინსტრიმი“ [2020] გამოქვეყნებული: 22 აგვისტო 2020 (დასრულებული პროექტი) ფემინისტური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მუშაობას კანონპროექტებსა და პოლიტიკურ აქტორებზე ზეგავლენას, ნაკლებ სივრცეს ტოვებს აქტივიზმის ალტერნატიული ფორმებისთვის. პროექტი ფემინსტრიმი, ქმნის სწორედ ასეთ ალტერნატიულ სივრცეს კრიტიკული გადააზრებისათვის, გვთავაზობს რა ნაკლებად ხილული თემების ანალიზს ფემინისტური ხედვით.
ფემინისტური ქსელის და ქალთა გაერთიანების გაძლიერება მაღალმთიან აჭარაში [ თებერვალი - სექტემბერი 2020] გამოქვეყნებული: 22 მარტი 2020 (დასრულებული პროექტი) ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი იყო, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგოების პრობლემების აქტუალიზაციის მეშვეობით, ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და ამ რეგიონში აღმოჩენილი ძირითადი გენდერული პრობლემების დაძლევაზე მუშაობა.
ფემინისტი დედის დღიურები (2019) გამოქვეყნებული: 4 აპრილი 2019 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.
ფემინსტრიმი (2019) გამოქვეყნებული: 4 აპრილი 2019 (მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ქალთა ფონდი საქართველოში ამზადებს აუდიო პოდკასტების ციკლს, ფემინსტრიმი.