ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია

კვლევა WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით განახორციელა. მისი მიზანი ისტორიისა და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო. კვლევა შეეხებოდა იმასაც, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას.

The cover of the publication is a collage work based on archival photos of women in medicine

ქალები მედიცინაში

"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

ყველა პუბლიკაცია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონი

ირაკლი აბაშიძის ქ. 46ა
თბილისი 0179
საქართველო

T +995-32-238 04 67
E info[at]ge.boell.org
I http://ge.boell.org/