მშვიდობის მშენებლობაზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის ტრავმული წიგნიერების შესახებ ცოდნის გაძლიერება (2022)

ტრავმის გათვალისწინებით შესაძლებელია  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქცევების, ემოციების, ფიზიოლოგიის, შემეცნებისა და ურთიერთქმედების მოდელების პროგნოზირება. ტრავმულ გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი, ხშირად ფარული გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მხარეების ინდივიდუალურ ან კოლექტიურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სამწუხაროდ, ტრავმა მასიურად ხდებოდა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებში, მათ შორის საქართველოსა და სომხეთში.

Corridors dialogue through cooperation

პროექტი ცდილობს საქართველოსა და სომხეთში მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებს შორის გაზარდოს ცოდნა ტრავმულ წიგნიერებასა და ტრავმის შესახებ ინფორმირებული მიდგომის შესახებ. პროექტი ქმნის უსაფრთხო სივრცეს ერთობლივი სწავლისთვის როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ვინც მშვიდობის მშენებლობის კუთხით და მასთან დაკავშირებულ დარგში მუშაობს. პროექტის ფარგლებშ გამოყენებული იქნება სხვადასხვა ეფექტური ინსტრუმენტები და პლატფორმები, სადაც სპეციალისტებს შეეძლებათ აიმაღლონ თავიანთი ცოდნა ინდივიდუალური, თაობათაშორისი, კოლექტიური და სოციალური ტრავმის ბუნების შესახებ, როგორც ქცევის, ემოციების, შემეცნების და ურთიერთქმედების ხარისხის ძირითადი წინაპირობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.