გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება
ეკოლოგია და მდგრადი განვითარება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ თვალი მივადევნოთ და გავაანალიზოთ რიგი მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რომელიც რეგიონში გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების პოლიტიკას უკავშირდება.
ვრცლადთბილისის ტური ზურაბ ბაქრაძესთან
როგორ გაართვა თავი თბილისმა, როგორც ქალაქმა იმ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო? ვიდეოში ვსაუბრობთ კერძოსა და საზოგადოებრივის ურთიერთობაზე, რომელი ქალაქგანვითარებაშიც აისახა. ასევე, თბილისის ინდივიდუალობაზე, რომელიც ბაქრაძის თქმით მნიშვნელოვნად შეილახა. შედეგად კი თბილისი ნაკლებად გავს იმ ქალაქს, რომელიც ოდესღაც იყო.
ცხოვრება დაბინძურების ნისლში
რუსთავი ინდუსტრიული ქარხნების ირგვლივ გაშენებული პატარა ქალაქია, სადაც 130 ათას ადამიანამდე ცხოვრობს. რუსთაველების ყოველი დილა დაბინძურებული ჰაერის სუნთქვით იწყება. შეღამებისას კი, ქალაქს ქარხნების გამონაბოლქვისგან ფიგურებად გამოკვეთილი შავი ღრუბლები ეფარება. ეს ვიდეო არის მცდელობა გაჩვენოთ თუ რა ხდება რუსთავში და თუ როგორია ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის დაბინძურებული ჰაერის ნისლში