დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ბიურო საჯარო დებატებს 2004 წლიდან მასპინძლობს. ის რეგულარულად უთმობს სივრცეს თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარი მწვავე პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პრობლემების განხილვას. დებატები მიზნად ისახავს წაახალისოს საჯარო დისკუსიები კონსტიტუციური სახელმწიფოს და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებაზე და ხელი შეუწყოს საჯარო დებატების კულტურის ზრდას.

უახლესი პუბლიკაცია

მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.