დემოკრატია

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხალხი უსამართლობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მძიმე საცხოვრებელ პირობებს  აპროტესტებს. ისინი მაღალი სტანდარტებისთვის იბრძვიან. ამ პროცესში მოქალაქეების მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში მონაწილეობის ახალი ფორმები ჩნდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეტი დემოკრატიზაციისა და მონაწილეობის მიღწევის ყველა მცდელობას.

უახლესი პუბლიკაცია

მისკომუნიკაცია - პუბლიკაციის ყდა

(მის)კომუნიკაცია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის

კრებული ეხება ისეთ  საკითხებს, როგორიცაა მასმედიის როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში, ინდივიდუალური გამოხატვის ფორმები ფეისბუკზე, ლუგარის ცენტრზე რუსულ-ოსური დეზინფორმაციული შეტევის გავლენა სოციალური მედიის ქართველ მომხმარებელთა წარმოდგენებზე ცხინვალის შესახებ და კამპანიებისა და საპროტესტო აქციების მნიშვნელობა.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

ვრცლად

გენდერული დემოკრატია

ვრცლად

ისტორიის ფორუმი

ისტორიის ფორუმი. ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (ბერლინი, გერმანია) და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის "მემორიალის" (მოსკოვი, რუსეთი) უკვე ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრებასა და მასზე სამსჯელო სივრცის გაძლიერებაზეა მიმართული. სწორედ, ამ მიზნის მიღწევისთვის ორი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით ბერლინში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში ყოველწლიურად ტარდება ევროპის ისტორიული ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს.