მიწის მართვის გონივრული პოლიტიკა (2021-2022)

პარტნიორი ორგანიზაცია - მწვანე ალტერნატივა

მიწა ცენტრალური საკითხია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, სიღარიბის დაძლევისთვის. ის განვითარების ფართო და გრძელვადიან ხედვას მოითხოვს და მნიშვნელოვანია მისი  პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური განზომილებები. მიწასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტების გათვალისწინებით შემუშავებული მიწის პოლიტიკა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოს დღემდე არ გააჩნია მიწის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც მიწასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დასაყრდენი იქნებოდა.

2021-2022 წლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მწვანე  ალტერნატივა ოთხი მიმართულებით იმუშავებს: 1. შეისწავლის და გაანალიზებს მიწის სექტორში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებს და მათ ეფექტურობას; 2. ჩართული იქნება ახალი საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ინიციატივების და მიწასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 3. შექმნის ცოდნას და  მიწის  პასუხისმგებლიანად მართვის მოდელებს გაუწევს ადვოკატირებას; 4. შექმნის სივრცეს მიწის საკითხებით  დაინტერესებული მხარეების დიალოგისთვის.